თელავში კორონავირუსით ხანდაზმული პაციენტი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირისით გარდაიცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. COVID 19-ს ემსხვერპლა 1935 წელს დაბადებული ხანდაზმული, რომელიც თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე რეგიონში 568 ინფიცირებული გადის მკურნალობას , მათ შორის 500 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 68 იმყოფება კოვიდ კლინიკაში. გამოჯანმრთელდა 10462 ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 107-ს შეადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google