ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 127 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 314 თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: აჭარა - 37, იმერეთი - 150, ქვემო ქართლი - 37, შიდა ქართლი - 63, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 95, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 809, საიდანაც: 2 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 480 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 127 პირი, 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 359 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 970 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google