ახაშნისა და კაჭრეთის სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის და ახაშნის საჯარო სკოლები სრულ ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, მიზეზი კორონავირუსის შემთხვევებია.
„კაჭრეთის და ახაშნის სკოლები სრულ ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ. გარდა ამისა, ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა მეოთხე საჯარო სკოლის მეოთხე გ კლასი, სადაც მოსწავლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი. ასევე ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა მეორე საჯარო სკოლის პირველი ბ და მეათე კლასი.“

მისივე თქმით ახაშნის და კაჭრეთის სკოლები ონლაინსწავლებაზე ორი კვირით იქნებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google