ვაქცინაციისას მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის - თამარ გაბუნია
ალერგია არის საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინა გაკეთდება. -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობების შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ექსპერტთა ჯგუფის მიერ, სადაც დეტალურად არის განსაზღვრული ის შეკითხვები, რაც უნდა დაისვას მდგომარეობის შეფასებისთვის.

„ ამ დეტალებზე ტრენინგი უკვე დაწყებულია და ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩაერთვება ვაქცინაციის პროგრამაში, გაივლის ტრენინგს. დეტალური საინფორმაციო პაკეტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მწარმოებლებისგან და მათ აქვთ განსხვავებული საინფორმაციო პაკეტები, ესეც დაავადებათა კონტროლის ცენტრის საშუალებით გახდება ცნობილი მოსახლეობისთვის. უმრავლეს შემთხვევაში, მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის, მილიონში ერთეული შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს, ისიც ამ ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა“,- აღნიშნა გაბუნიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google