კახეთის გუბერნატორად ირაკლი შიოშვილი დაინიშნა
კახეთის მხარეში სახელწმიფო რწმუნებულის თანამდებობაზე პროფესიით იურისტი, 55 წლის ირაკლი შიოშვილი დაინიშნა. შიოშვილი ამ დრომდე რეგიონში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
გუბერნატორის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებდა, რაც გასული წლის საპარლმენტო არჩევნებში მონაწილეობა მაშინდელმა გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიიღო.

შიოშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერის სპეციალობით; თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „აღმაშენებელი“ იურისტის განათლებით ; 2004 წელს კი სამეცნიერო აკადემიური ხარისხი მიიღო. საქართველოს გარდა, მან 2009 წელს მიჩიგანის შტატის საერთაშორისო ბიზნეს აკადემიაც დაამთავრა. 2007 წელს გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2009 წელს სამხედრო საინჟინრო ასოციაციის წევრი.

მისი სამუშაო გამოცდილება 16 სამსახურს ითვლის, მათ შორის იყო ლოს-ანჟელესის ბიზნეს ცენტრში, საბანკო საქმის მენეჯერი;
თავდაცვის სამინისტროს საკომენდატო 23-ე ბრიგადის ასეულის მეთაური; . შ.პ.ს. „ქართული ლიმონათის“ გენერალური დირექტორი ; პირველი ციფრული მრავალარხიანი ტელევიზია „გლობალ TV“-ის გენერალური დირექტორი ; შ.პ.ს. „მობიტელი“ (ბილაინი) კახეთის რეგიონალური ფილიალის დირექტორი ; ს.ს. „დავით სარაჯიშვილი და ენისელი“, აღმასრულებელი დირექტორი; ამერიკის შეერთებული შტატები,კორპორაცია “L&K” გაყიდვების მენეჯერი და სხვა.


| Print |
FaceBook Twitter Google