კახეთში თბილი, მზიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თბილი და მზიანი ამინდი იქნება. უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსამდე გათბება.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.+17 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /