ქვეყანაში 471 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 226 ისევ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 29, იმერეთი - 78, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 43, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 879, მძიმე პაციენტია 471 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 133 პირი, 316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 469 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 421 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 884 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google