სკოლაში ონლაინ სწავლების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
სკოლაში 15 თებერვლიდან სწავლის ონლაინ ფორმატით გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება.

ყოველ ოთხშაბათს მშობელს საშუალება ექნება დაარეგისტრიროს მოსწავლე განათლების სამინისტროს ვებგვერდის მისამართზე online. emis.ge. ასევე განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google