თელავში კორონავირუსით 1951 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა
კორონავირუსს კახეთის რეგიონში კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.  გარდაცვლილი 1951 წელს დაბადებული ქალია, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტიდან იყო . ის მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.                                             გასული დღის 21:00სთ-ის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 26-ით გაიზარდა,51 კი გამოჯანმრთელდა.

| Print |
FaceBook Twitter Google