15 თებერვლიდან პრობაციონერებისთვის ბიუროში გამოცხადება სავალდებულო იქნება
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 თებერვლიდან, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი პირობითი მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები დადგენილი რეჟიმით გამოცხადდებიან.

ამ დრომდე, მსჯავრდებულები 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ თებერვლამდე, საქართველოში „COVID-19“-ის გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტის გამო, პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლებულნი იყვნენ

„1-ლი თებერვლიდან, იმ რაიონებში, სადაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ბიუროებმაც კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაახლეს მუშაობა, მხოლოდ თბილისში, ქვემო ქართლსა და იმერეთში, სადაც კვლავ რჩებოდა ტრანსპორტზე შეზღუდვა, პრობაციონერებსაც შეუნარჩუნდათ შეღავათები. დღეისათვის კი, რადგან ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა აღდგენილი, პრობაციის ბიუროები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ. შესაბამისად, პრობაციონერების ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება 15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სრულად აღდგება“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google