ორშაბათიდან გრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი სტრატეგია - ნათია თურნავა
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ორშაბათიდან გრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი სტრატეგია, იხსნება ღია სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი, კაფეები და რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით განაახლებენ მუშაობას.

მისივე თქმით, ძალაში რჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა როგორც რესტორნებისთვის, ასევე სავაჭრო ობიექტებისთვის.
„ორშაბათიდან გრძელდება შეზღუდვების წერტილოვანი მოხსნის ეტაპობრივი სტრატეგია. იხსნება სარესტორნო ბიზნესის ღია სივრცეები. კაფეები და რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით განაახლებენ მუშაობას, თუმცა, რა თქმა უნდა, კვალავაც, არამარტო სარესტორნო ბიზნესის, არამედ ყველასთვის რჩება ღამის საათების შეზღუდვა. შაბათ-კვირის შეზღუდვა, როგორს რესტორნებისთვის, ასევე სავაჭრო ობიექტებისთვის. ეს არის შესაძლებლობა, რომ დავიცვათ ეტაპობრივობის პრინციპი. ერთი მხრივ, ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რადგან კონტროლის ქვეშ გვყავს აყვანილი ეპიდემიოლოგიური ვითარება, მეტ-ნაკლები სტაბილიზაციაა, მაგრამ, ყოველთვის არსებობს საფრთხე, ერთიანად რომ გავხსნათ ყველაფერი და ყველა შეზღუდვა მოვხსნათ, ამან ნეგატიური შედეგი გამოიწვიოს.“-განაცხადა მან

| Print |
FaceBook Twitter Google