ახმეტაში კორონავირუსით 63 წლის ქალი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით 110- ე პაციენტი გარდაიცვალა. 63 წლის ქალი , რომელიც ახმეტიდან იყო, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამ დროისთვის მკურნალობას რეგიონში 334 ადამიანი გადის, მათ შორის 268 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 66 იმყოფება კოვიდ - კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 480- ია, თვითიზოლაციიდან კი 91 მოქალაქე მოიხსნა.


| Print |
FaceBook Twitter Google