იმედია ღია სივრცეების გახსნა არ გააუარესებს ეპიდვითარებას - ნათია თურნავა
დღეს გვაქვს პირველი დღე, როდესაც სარესტორნო ღია სივრცეები არის გახსნილი. იმედი გვაქვს, რომ ეს გახსნა ჩაივლის დადებითად და არ გააუარესებს ეპიდვითარებას - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან. თვითონ სარესტორნო ინდუსტრიაც ჩართული არის ამ მუშაობაში. საუბარი არის განახლებულ პროტოკოლებზე და განახლებულ წესებზე, რაზეც შევჯერდებით სარესტორნო ინდუსტრიასთან და რაც შეამზადებს რესტორნებს და კაფეებს იმისთვის, რომ უკვე შემდგომ ეტაპზე გადავიდეს. იმედია შევძლებთ უახლოეს მომავალში, ვიფიქროთ შიდა სივრცეების გახსნაზე. რასაკვირველია ამას დასჭირდება უკვე თავისი მოსამზადებელი პერიოდი. გარდა ამისა, უკვე გვექნება საშუალება, ვისაუბროთ ამ ღია სივრცეების გახსნის პირველმა ეტაპმა რა დაგვანახა, დავუშვათ, რა პრობლემებია გადასაწყვეტი და ა.შ“,- განაცხადა მან. 

| Print |
FaceBook Twitter Google