თელავის მერიამ ცხრა პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა
თელავის მუნიციპალიტეტის მერია ცხრა პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. განაცხადების შეტანის ვადა 19 თებერვალს იწურება.
ვაკანსიები ასე გამოიყურება:

1. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი სპეციალისტი;

2. კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი;

3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი;

4. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;

5. ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;

6. იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;

7. შიდა აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;

8. ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების, საქმის წარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;

9. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი;

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე hr.gov.ge.
| Print |
FaceBook Twitter Google