კორონავირუსის კიდევ 740 შემთხვევა დაფიქსირდა
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 740 ადამიანს დაუდასტურდა, 496 კი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 266 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 259 228, გარდაიცვალა 3 377 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 242, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 1 848. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 230 მოქალაქე.
]ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი

| Print |
FaceBook Twitter Google