ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირა
პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.
საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ხმა წინააღმდეგ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი გამოვიდა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, პარლამენტი გენერალურ პროკურატურას აძლევს შესაძლებლობას, რომ მელიას მიმართ პატიმრობის ღონისძიება იყოს გამოყენებული, ხოლო თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, ეს სასამართლოს პრეროგატივაა.

მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღევანდელ სესიაზე გადის.

| Print |
FaceBook Twitter Google