თბილისის შემოსავლელ გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
უწყების ცნობით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დედაქალაქსა და მის შემოგარენში გვიან ღამით დაწყებული თოვა ამ დრომდე გრძელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თბილისი / თოვლი /