მომსახურების სააგენტოში ყველა სახის სერვისი განახლდა
დღეიდან მომსახურების სააგენტოში ყველა სახის სერვისი განახლდება. შესაძლებელი იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა.

მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი.ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებული პირები შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებას.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელი იქნება ადგილზე, მომსახურების ცენტრებში, ასევე ელექტრონული წესით.

| Print |
FaceBook Twitter Google