საქართველოში 379 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 486 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 194 თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 32, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 36, გურია - 37, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 74, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 805, საიდანაც:1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 379 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, 229 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 11 485 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google