კახეთში ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში კვლავ თოვლიანი ამინდი იქნება. უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +1 გრადუსამდე გათბება.
თოვლია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება ლაგოდეხშიც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. მოთოვს თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი. +1 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი სიღნაღში, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კიახეთი /