შინაგან საქმეთა სამინისტრო პრემიერ - მინისტრის გადადგომასთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა
სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით
გადადო.“-აღნიშნულია განცხადებაში .
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარაიმ გადადგომის
შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით ეს გადაწყვეტილება იმის გამო
მიიღო, რომ ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით მისი და გუნდის
შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა.
მასალის გამოყენების პირობები