ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 მარტს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 მარტს დაიწყება და 12 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ოლიმპიადა X–XII კლასების მოსწავლეებისათვის შემდეგ საგნებში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.

ტესტირების ჩატარების განრიგი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება: 
8 მარტი: I სესია – ქართული ენა და ლიტერატურა და ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის; II სესია – რუსული;

9 მარტი: I სესია – მათემატიკა; II სესია – ინგლისური ენა;

10 მარტი: ისტორია; გეოგრაფია;

11 მარტი: I სესია – ქიმია; II სესია – ბიოლოგია;

12 მარტი: I სესია – ფიზიკა და ფრანგული ენა; II სესია – გერმანული ენა.

I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო გამოცდა 10:00 საათზე; II სესიაზე რეგისტრაცია იწყება 14:30 საათზე, ხოლო გამოცდა 15:00 საათზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე ტურში 6 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას. ოლიმპიადის მესამე ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.

| Print |
FaceBook Twitter Google