ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა აღდგა
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

„ამ დროისთვის, დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია,“ - განმარტავენ დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
| Print |
FaceBook Twitter Google