საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის
საავტომობილო გზის კმ20-კმ122 მონაკვეთზე მისაბმელიანი
ავტორტანსპორტის მოძრაობა აღდგა.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი)
საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები