საქართველოში 356 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 182 თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: : აჭარაში - 10, იმერეთში - 52, ქვემო ქართლში - 21, შიდა ქართლში - 29, გურიაში - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთსი - 27, კახეთში - 25, მცხეთა-მთიანეთში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 672, საიდანაც: 1 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მძიმე პაციენტია 356, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 106 პირი, 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 10 085 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google