გურჯაანის ბიბლიოთეკა ახალ სეზონს სიახლეებით შეხვდება
გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საკონფერენციო დარბაზი და კინოკლუბი გარემონტდა.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, ეკა ბეროშვილმა განმარტა, დარბაზი წლების განმავალობაში ამორტიზებული იყო. მისი რეაბილიტაცია 2020 წლის ბიუჯეტიდან მორჩენილი თანხით მოხერხდა.
„მესამე სართულზე სამკითხველო დარბაზი მოძველებული იყო. პანდემიის პერიოდში არ ვმუშაობდით და ამ ხნის განმავლობაში გაგვიჩნდა დანაზოგი. გადავწყვიტეთ ამ თანხით დარბაზი გაგვერემონტებინა. გარდა ამისა, გარემონტდა კინოკლუბის ოთახიც, ასევე მცირე სამკითხველო. მეორე სართულზე გვაქვს საზაფხულო სკოლა და იმისთვის შევიძინეთ ტექნიკა. ჩატარდა კოსმეტიკური სამუშაოები. ჩავსვით მეტალოპლასმასის კარფანჯარა, შევიძინეთ ავეჯი, ახალი მაგიდები, დავამზადებინეთ კარადა, დავაყენეთ კონდინციონერი და ა.შ. ვემზადებით, რომ ახალ სეზონს სიახლეებით შევხვდეთ. თანამშრომლები ჩვეულებრივ დავდივართ სამსახურში, მაგრამ ჯერ უფლება არ გვაქვს რომ მივიღოთ მკითხველი. ველოდებით როდის მოიხსნება შეზღუდვები, რომ მკითხველები მივიღოთ.“

ეკა ბეროშვილის თქმით, მომხმარებელს დახვდება ახალი და მიმზიდველი გარემო. ეს შესაძლებლობას მისცემს ბიბლიოთეკას, რომ დამატებითი შემოსავლები მოიზიდოს, რადგან გეგმავენ, შესაბამისად მოწყობილი დარბაზი ტრენინგებისა და შეხვედრებისთვის გააქირაონ.

| Print |
FaceBook Twitter Google