ავარია ვარდისუბანში - დაშავდა ერთი ადამიანი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.  ერთმანეთს Volkswagen-ისა და BMW - ს მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
შეჯახების შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო BMW- ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას  შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

შემთხვევის გამო  რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებული იყო.

ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google