ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტს ცვლის
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ორი ახალი მინისტრობის კანდიდატი წარუდგინა.
ინფრასტრუქტურის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს მაია ცქიტიშვილი ტოვებს და მის ადგილზე ღარიბაშვილმა ირაკლი ქარსელაძე წარადგინა, ხოლო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად კი ჯუანშერ ბურჭულაძე დაასახელა.

,,თავდაცვის მინისტრობის მოვალეობას მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მას აქვს კარგი გამოცდილება იგი არის წარმატებული მენეჯერი. მე მჯერა რომ იქნება თავდაცვის წარმატებული მინისტრი. ამავდროულად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, მისი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. მას მსხვილი პროექტების მართვის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება აქვს და მე მჯერა რომ წარმატებული მინისტრი იქნება,“ - განაცხადა MAN.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს მინისტრთა განახლებული კაბინეტი უკვე წარუდგინეს და კენჭისყრა კანონით გათვალისწინებულ ვადებში ჩატარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google