კახეთში თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თოვლია მოსალოდნელი. უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.
თოვლია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. მოთოვს თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი. +5 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი სიღნაღში, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google