კახეთში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე გათბება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსამდე დაფიქსირდება.
უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უმეტესად მზიანი ამინდია. დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი. +2 გრადუსი და მცირე ღრუბლიანობაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /