ვაქცინა ქვეყანაში იქნება მარტის პირველ-ორ კვირაში - თენგიზ ცერცვაძე
იყო მოლაპარაკებები, რომ ვაქცინა უკვე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ოდნავ გადაიწია ამ პროცესმა. ერთი ან ორი კვირით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„არ მგონია, რომ ეს ტრაგედია იყოს, სავარაუდოდ, ვაქცინა იქნება მარტის პირველ კვირაში ან პირველ-ორ კვირაში. ასე რომ ცდომილება იმ მოლოდინში, რაც ჰქონდა სახელმწიფოს და ამ რეალობას შორის არის ერთი კვირა. სამაგიეროდ, არის კარგი ამბები, რომ სხვადასხვა წყაროებიდან მოხდება ვაქცინის მოწოდება. გარდა კოვაქსპლატფორმისა, უკვე გაფორმებულია ორმხრივი ხელშეკრულებები, მაგალითად „ასტრაზენეკას“ კომპანიასთან 150 000-ის შემოტანაზე, რომელმაც შეიძლება დაასწროს „კოვაქსის“ „ფაიზერის“ შემოტანას ან ერთდროულად შემოვიდეს მარტის პირველ რიცხვებში. გამოდის ასპარეზზე ახალი მწარმოებელი ფირმები, „ნოვოვაქსი“, „ჯონსონჯონსონი“ და სხვები. მიმაჩნია, რომ ეს საკმარისი იქნება პანდემიასთან საბრძოლველად, რადგან თუ ჩვენ შევძლებთ 60 პროცენტის აცრას, ეს არის დაახლოებით მილიონ შვიდასი ათასი ადამიანი, ამას დაემატება ის 15 პროცენტი, ვისაც უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. მთელი რიგი გათვლებით, ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციებით, დადგენილია, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობის 80 პროცენტი გვყავს იმუნური ფენა, მაშინ იქ პანდემია საფრთხეს არ წარმოადგენს“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, უკვე შერჩეულია სამედიცინო პუნქტები, სადაც ვაქცინაცია მოხდება და პერსონალმაც, გაიარა ყველანაირი ტრენინგი.

| Print |
FaceBook Twitter Google