საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის შემოტანაზე 3 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული- ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის შემოტანაზე 3 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მისივე თქმით, ვაქცინის შემოტანის თარიღის გადაწევის მიუხედავად, პრეპარატის საქართველოში შემოტანის პროცესის მაქსიმალურად დაჩქარების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„დღესდღეობით გვაქვს გაფორმებული 3 ხელშეკრულება: ნაწილი COVAX-პლატფორმასთან, ნაწილი პირდაპირ მწარმოებელთან. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს თარიღების დაზუსტება, ვინაიდან Pfizer-ის მხრიდან შეიქმნა გარკვეული შეფერხებები მოწოდებასთან დაკავშირებით და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველოში ამ ეტაპისთვის არ არის შემოსული Pfizer-ის 30 ათასი ვაქცინა. თუმცა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google