საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით.

უწყების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლოსა და ბარში +3, +8 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 25 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი ამინდი, ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლი. დღისით ბარშიც ზოგან დაფიქსირდება ტემპერატურის უარყოფითი მნიშვნელობა.

თბილისში 23 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი იქნება. 24 თებერვალას დღისით თოვლჭყაპი, ხოლო 25 თებერვალს ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25-ში ღამით -5, ხოლო დღისით +1 გრადუსამდე დაიკლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google