საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილსა და
მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 89 ხმით ორის წინააღმდეგ
გამოუცხადა.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი მინისტრია – თავდაცვის
მინისტრის თანამდებობა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაიკავა, ხოლო რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე
გახდა.
დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად
დაამტკიცა. კერძოდ: შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; ფინანსთა მინისტრი –
ივანე მაჭავარიანი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრ – მიხეილ ჩხენკელი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე
ტიკარაძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან
დავითაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.
მასალის გამოყენების პირობები