საქართველოში კიდევ 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3457 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 995-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 262 796-ს.

| Print |
FaceBook Twitter Google