სოფელ ზეგაანში კორონავირუსით 81 წლის ქალი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსით გარდაიცვალა 81 წლის ქალი , რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანიდან იყო.
ხანდაზმული თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობდა.

კახეთის რეგიონში, ბოლო 12 საათშის განმავლობაში, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს მონაცემები 11 542- მდე გაიზარდა.

ამ ეტაპზე  მკურნალობას 248 ადამიანი გადის, აქედან 198 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 50 იმყოფება კოვიდ - კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა კი 326- ს შეადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google