ნიკა მელია სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში გადაიყვანეს
ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია რუსთავში, სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დააკავეს.
ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შსს აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

| Print |
FaceBook Twitter Google