როდის დაიწყება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია
2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი ახლოვდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია სავარაუდოდ, მარტში დაიწყება.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე. ვადებთან დაკავშირებით დეტალები ყოველ წელს დაახლოებით მარტის პირველ რიცხვებში ქვეყნდება.
რეგისტრაციის დაწყებისთანავე ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება „ცნობარი აბიტურიენტებისათვის”, რომელშიც მითითებულია ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი და სხვა დეტალური ინფორმაცია, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოს თითოეული აბიტურიენტი.

2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება. ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს. მათემატიკა – 2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი – 51.
ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 სთ, მინიმალური ბარიერი კი – არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ). ფიზიკა და ქიმია – ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა – 63

| Print |
FaceBook Twitter Google