განათლების მინისტრის მოადგილის პოსტი ვაკანტურია
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
ლევან ხარატიშვილი განათლების სამინისტროში კულტურის მიმართულებით მუშაობდა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წელს, მას შემდეგ დაინიშნა, რაც განათლების სამინისტროს კულტურის სამინისტრო შეუერთდა. მანამდე კი 2014 -2018 წლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

| Print |
FaceBook Twitter Google