შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება - ირაკლი ღარიბაშვილი
დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა იმართება.
პარლამენტში გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე კვირაში რეგულაციების შემსუბუქება დაანონსა.
„შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებთან მჭიდრო კოორდინაციით, მათი და ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google