საქართველოში 302 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 443 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 213 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 15, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 37, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 692, საიდანაც: 1 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 302 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 899 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 8 025 ადამიანია.

| Print |
FaceBook Twitter Google