რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ
რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ ბათუმში - 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან, შაბათ-კვირის გარდა. აუცილებელი იქნება დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც მკაცრად იქნება გაკონტროლებული“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google