უმაღლესი სასწავლებლები აუდიტორიებში სწავლას 15 მარტიდან განაახლებენ
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უმაღლეს
სასწავლებლებში, სასწავლო პროცესი 15 მარტს განახლდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, ლაბორატორიული
საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას
შეძლებენ პირველი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესს აუდიტორიებში
განაახლებენ 15 მარტიდან. სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15
მარტიდან“, -განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები