საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომბორის
წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევის მონაკვეთზე ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის (შ-38) ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის
კმ1-კმ62 (გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევი)
მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ -
განმარტავენ დეპარტამენტში.
მასალის გამოყენების პირობები