გურჯაანის ქუჩებში ტექნიკური მარილი იყრება
გურჯაანის ქუჩებში ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს. როგორც დასუფთავების სამსახურის დირექტორმა, დავით გოგებაშვილმა გვითხრა, პროცესი გუშინ საღამოს დაიწყეს.
„ტექნიკური მარილის გაშლა გუშინ საღამოდან დავიწყეთ, როგორც კი თოვა დაიწყო და დღეს გავაგრძელეთ. დავყარეთ თითქმის ყველა ქუჩაზე და ასევე ტროტუარებზე. გუშინ საღამოსვე გავშალეთ მარილი ზიარის გზაზე. დღეს გადავამოწმეთ მდგომარეობა და მოძრაობა უკვე შესაძლებელია. არანაირი პრობლემა არ არსებობს. გუშინდლიდან მოყოლებული ქალაქის ყველა ქუჩა მოვიცავით. დღეს თუ ისევ მოთოვა და გაყინა, საღამოს ხელმეორედ დავიწყებთ დაყრას. ამ წუთას პროცესი ყველაწმინდის გზაზე მიმდინარეობს. რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალს, აქ საქართველოს საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ.“

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტს ტექნიკური მარილის საკმარისი მარაგი გააჩნია და არანაირი პრობლემა არ არსებობს.





| Print |
FaceBook Twitter Google