თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებით მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის სავტომობილო გზის კმ20-კმ122 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-5) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,“ - განმარტავენ დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე გუშინ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.


| Print |
FaceBook Twitter Google