“ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავზე
თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს
ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის
მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1993 წელს
დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული
ს.ს. თბილისში დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა
განახორციელეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის - 1985 წელს
დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ
ნ.მ.-ს მიმართ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის
პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი
ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, -
ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები