ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი დანიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ვიცე-პრემიერის პოსტი გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც ეკავა. რაც შეეხება კიდევ ერთ ვიცე-პრემიერს, გახარიას მინისტრთა კაბინეტში აღნიშნულ თანამდებობას მაია ცქიტიშვილი იკავებდა, რომელმაც გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა.


| Print |
FaceBook Twitter Google