კორონავირუსით ახმეტაში 87 წლის ქალი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 87 წლის ქალი ახმეტიდან უყო მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.
რეგიონში ვირუსით დაინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მონაცემები 11 600- მდე გაიზარდა. მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატიატიკა ასეთია: ახმეტა-768, გურჯაანი-2694, დედოფლისწყარო -787, თელავი -2602, ლაგოდეხი - 1568, საგარეჯო -1405, სიღნაღი-826 და ყვარელი -950. ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 180, მათ შორის 124 ბინაზე მკურნალობს, ხოლო 56 იმყოფება კოვიდ კლინიკაში. ჯამში 11307 გამოჯანმრთელდა, 113 პაციენტი კი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google