კახეთში უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. უწყების ინფორმაციით ჰაერის ტემპერატურა 9 გრადუსამდე გათბება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში 5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი. 6 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /